ეგვიპტის პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები - ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII-საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ჯოსერის პირამიდა

პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს,მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო... აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია.

ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.

გიზას პირამიდები

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს "პერანგი" აღარ არსებობს. გიზას სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე...








No comments:

Post a Comment