ფრინველები

        არწივი         


არწივი (Aquila), ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა.. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვიტარებულია, ფრთები - გრძელი და განიერი, ბოლო - მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1 - 3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40-45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყინვანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმოფრენი სახეობები.




კუბური ქორი

კუბური ქორი (ლათ. Accipiter gundlachi) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. წარმოადგენს კუბის ენდემურ სახეობას.

                                                               აღწერა
მისი სხეულის სიგრძე 43-დან 51 სმ-მდეა. ფრთები მოკლე და მომრგვალებული ფორმისაა. მკერდი მონაცრისფრო-ყავისფერი აქვს, იშვიათი შავი ზოლებით. მამრებს ბოლოები თეთრი აქვთ. სახეობის ძირითად ნაწილს მდედრი ქორები წარმოადგენენ, რომელთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად აღემატება მამრებისას.
                                                                გავრცელება
კუბური ქორის ბინადრობის ძირითადი ადგილებია - კუბის დასავლეთი ნაწილის და კუნძულ ხუვენტუდის ხელუხლებელი ტროპიკული ტყეები. ტროპიკული ტყეების განადგურების შედეგად სახეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით შეიძლება კუბური ქორი საერთოდ გადაშენდა კიდეც. 



ბეღურა
ბეღურა (Passer), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. რამდენიმე სახეობა სინანთროპულია. იკვებებიან მარცვლეულით, ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ. გვარში გაერთიანებულია 16 სახეობა. დასახლებულ პუნქტებში (ჩრდილოეთისა დანაწილობრივ შორეული აღმოსავლეთის გარდა) გავრცელებულია სახლის ბეღურა (Passer domesticus), რომელიც ზოგან, განსაკუთრებით სამხრეთში, გარკვეულ ზიანს აყენებს მარცვლეულ კულტურებს, გადააქვს სხვადასხვა მავნებლები და შინაური ფრინველების დაავადების გამომწვევნი.ფართოდაა გავრცელებული მინდვრის ბეღურა (Passer montanus). იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით, რითაც საკმაო სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის, თუმცა ზოგჯერ მარცვლეულის ნათესებსაც აზიანებს. შუა აზიაში დიდი რაოდენობითაა ესპანური ანუ შავგული ბეღურა (Passer hispaniolensis), რომელიც ამიერკავკასიაშიც გვხვდება.

                          

ბულბული

ბულბული, იადონი (Luscinia), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. საქართველოშო გვხვდება 2 სახეობა; ჩვეულებრივი ბულბულის სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება. სამხრეთული ბულბული მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.



ყვავი
ყვავი, ბეღურასნაირთა რიგის ორი ფრინველის კრებითი სახელწოდება. შეფერილობის მიხედვით არჩევენ რუხ ყვავს (Corvus cornix) და შავ ყვავს (Corvus corone). მათი არეალების სასაზღვრო ზონებში გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები. ყვავის სხეულის სიგრძე 44-56 სმ აღწევს, ბინადრობს ევროპაში, აზიასა (გარდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისა) და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში (ნილოსის შესართავი). საქართველოში ბინადრობს და ფართოდაცაა გავრცელებული რუხი ყვავი, შავი ყვავი კი შემჩნეულია მხოლოდ შემოფრენისას. ზამთარში ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები უფრო სამხრეთით ნობადობენ. ყვავი პოლიფაგია (ყოვლისმჭამელი).



მერცხლისებრნი
ერცხლისებრნი (Hirundinidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-23 სმ აღწევს. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის გარდა. ცნობილია 79 სახეობა. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 7 სახეობა, რომლებიც ზამთრობენ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობუდარი გადამფრენია: ქალაქის მერცხალი (Delichon urbica), სოფლის მერცხალი (Hirundo rustica), მენაპირე მერცხალი (Riparia riparia), მთის მერცხალი (Ptyonoprogne rupestris), წელწითურა მერცხალი (Hirundo daurica). მერცხლისებრთა ბუდეს ნახევრად სფეროსებური ან ბრტყელი მათარის ფორმა აქვს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი ხის ფუღუროში ბუდობს. ხშირად ქმნიან კოლონიებს. მერცხლისებრნი იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ. მხოლოდ 1 სახეობა ჭამს ღვიის კენკრას.



ოფოფი

ოფოფი (ლათ. Upupa epops) — მცირე ზომის ფრინველი გრძელი და ვიწრო ნისკარტითა და მარაოსებრი ქოჩრით. ის ფართოდაა გავრცელებული ევროპისა და აზიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე აფრიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათი ყველაზე საყვარელი საცხოვრებელი ადგილია ღია და ნათელი ტერიტორიები მცირე ბუჩქნარებითა და ხეებით, როგორიცაა სავანები, მდელოები და საძოვრები. ისინი აგრეთვე გვხვდებიან კულტივირებულ ლანდშაფტებში, როგორიცაა ხილის ბაღები და ვენახები. ოფოფი დიდ დროს ატარებს მიწაზე მწერებზე ნადირობაში.

ოფოფი ყაპყაპისნაირთა რიგის ერთადერთი წარმომადგენელია ოფოფისებრთა ოჯახიდან.


კაჭკაჭი
კაჭკაჭი (Pica pica), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 45-48 სმ აღწევს, მასა 250 გრამს. ფერად შავ-თეთრია; აქვს გრძელი, საფეხურისებრი ბოლო. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოფილ სსრკ-ში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება კაჭკაჭის ქვესახეობა აღმოსავლეთევროპული კაჭკაჭი (Pica pica fennorum). აღმოსავლეთ საქართველოში იგი მობინადრეა, დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილას — მოზამთრე. ბინადრობს ბუჩქნარებსა და ტყისპირებში, ჭალებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. ანადგურებს მაცნე მწერებს, რითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს.


მიმინო
მიმინო (ლათ. Accipiter nisus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. დედალი ტანად მამალზე დიდი. მიმონის სხეულის სიგრძე 31-41 სმ, მასა 150-275 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ არის ტუნდრის ზონაში.

საქართველოში ბინადრობს, ბუდეს ხეზე იკეთებს. 4-5 კვერცხს დებს. 31-33 დღე-ღამეს კრუხობს. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს (ქულებს) მამალი აჭმევს. მიმინო იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით (ორნითოფაგია), აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით. დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მიმინოს შევარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ. წვრთიან მართვეს.


გვრიტი

გვრიტი (Streptopelia turtur), ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. საქართველოში მრავალგან გვხვდება, მობუდარი გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე, წყალსატევის სიახლოვეს. აპრილ-მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 13-14 დღე. ნორჩ ხენდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“). იკვებება მარცვლოვნებით, იშვიათად მწერებით, მოლუსკებით და სხვა.


ჩხიკვი
ჩხიკვი, ჯაფარა (Garrulus glandarius), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს


გედები

გედები (Cygnus), ფრინველები იხვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში: Cygnus და Chenopsis პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ამერიკაში; მეორე გვარში შედის 1 სახეობა - შავი გედი, რომელიც ავსტრალიასა და ტასმანიაში ბინადრობს. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედი და მყივანი გედი.მონოგამები არიან. მამალი ეხმარება დედალ ბუდის შენებაში. დებენ 5-7 (12-მდე) კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. იკვებებიან მცენარეული საკვებით და წყლის უხერხემლო ცხოველებით. ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გამოსადეგია გედების ბუმბული და ხორცი. სისინა გედს აშინაურებენ.



გვირგვინოსანი წერო


გვირგვინოსანი წერო (Balearica pavonina), ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. სხეული რუხი ფერისა აქვს, ფრთები - შავი, თეთრგარეული, თავზე მარაოს მსგავსად აქოჩრილი მოჩალისფრო-თეთრი გვირგვინი ადგას. ფეხები და ნისკარტი შავი აქვს. გვირგვინოსანი წერო მობინადრე ან ნახევრად მობინადრე ფრინველია. ბუდობის დროს წყვილებად ცხოვრობს. დებს 2 კვერცხს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ლოკოკონებით, მწერებით, ჭიებით, აგრეთვე მცენარეთა თესლით და მწვანე ნაწილებით. კარგად იტანს ტყვეობას.


იხვები


იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.

იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.

შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.



მეკალოე ბატი

მეკალოე ბატი (Anser fabalis), ფრინველი ბატისნაირთა რიგისა. მეკალოე ბატის სხეული მასა 4,5 კგ. ბინადრობს აღმოსავლეთ გრენლანდიის, ევროპისა და აზიის ტუნდრის, ტყე-ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ზამთარს ატარებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდობს წყალსატევების ნაპირებზე, ბუდეს მიწაზე იკეთებს. იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.



ქათამი


ქათამი, შინაური ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. წარმოშობილია გარეული ბანკივური ქათმისაგან. სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა შორის შინაური ქათამი ყველაზე გავრცელებულია. მას ამრავლებენ ხორცისა და კვერცხისათვის, გარდა ამისა იყენებენ ბუმბულსა და გერმას. ძირითადი პროდუქციის მიხედვით ქათმის ჯიშები იყოფა მეკვერცხულად, მეკვერცხულ-მეხორცულად, სახორცე-მეკვერცხულად და სახორცედ. ამ მიმართულებების ჯიშებს აქვთ კონსტიტუციური და ექსტერიერული თავისებურებანი.

მიახლოებით 4 დღის წიწილა
მეკვერცხული ქათამი პატარაა, სწრაფად იზრდება, სქესობრივად ადრე მწიფდება.
სახორცე-მეკვერცხული ქათამი უფრო დიდია, კარგად აქვს განვითარებული კუნთები, გვიან მწიფდება.

მეკვერცხულ ქათამს განვითარებულ აქვს ფოთლისებრი ბიბილო, რომელიც მეორე-მესამე კბილანის შემდეგ გვერდზეა გადმოზნექილი, ნისკარტი ოდნავ მოღუნულია.

შინაური ქათმების ნისკარტის ფერი თითქმის ერთნაირია, ბუმბულისა - სხვადასხვა. მეკვერცხული ჯიშის ქათმის მასაა დედლის 1,8-2,2 კგ, მამლისა - 2,7-3,0 კგ; მეკვერცხულ-მეხორხულისა (შესაბამისად) 2,2-2,8 და 3,2-3,8 კგ; სახორცე-მეკვერცხულისა - 2,5-3,0 და 3,5-4,0 კგ; მეხორცულისა - 3,0-3,5 და 3,5-4,5.

ქათამი რეპროდუქციისთვის 5-6 თვეში მწიფდება. მეკვერცხული ჯიშების კვერცხმდებლობა წელიწადში 200-220 კვერცხია, სარეკორდო 365. კვერცხის მასა 55-65 გრამი. ქათმის კვერცხმდებლობა დაახლოებით 10 წლამდე გრძელდება.





No comments:

Post a Comment