მსოფლიოს შვიდი საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

ისტორია

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. მე-2 საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ჰელენისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.დაწვრილებით www.bigportal.tk

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

ხეოფსის პირამიდა    ძვ. წ. 2550    ეგვიპტელები    დღემდე დგას    დღემდე დგას


ბაბილონის დაკიდული ბაღები    ძვ. წ. 600    ბაბილონელები    ძვ. წ. 1 საუკუნე    მიწისძვრა

ეფესოს ტაძარი    ძვ. წ. 550    ლიდიელები, ბერძნები    ძვ. წ. 356    ხანძარი

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში    ძვ. წ. 435    ბერძნები    მე-5-6 საუკუნეები    ხანძარი

ჰალიკარნასის მავზოლეუმი    ძვ. წ. 351    ქარიელები, ბერძნები    1494    მიწისძვრა

როდოსის კოლოსი    ძვ. წ. 292-280    ელენისტური საბერძნეთი    ძვ. წ. 224    მიწისძვრა

ალექსანდრიის შუქურა    ძვ. წ. III საუკუნე    ელენისტური ეგვიპტე    1303-1480    მიწისძვრა

ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

ბოლოდროინდელი საოცრებები

ძველი მსლოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.

თანამედროვე საოცრებები

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია
1ლა-მანშის გვირაბი
2ტორონტოს ტელეანძა
3ემპაია სტეიტ ბილდინგი
4გოლდენ გეიტ ბრიჯი
5იტაიპუს კაშხალი
6დელტაპროექტი
7პანამის არხი

ტურისტული მსოფლიოს საოცრებები 

შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირშესანიშნაობა-საოცრება:
1ხეოფსის პირამიდა
2ჩინეთის დიდი კედელი
3თაჯ-მაჰალი
4სერენგეტი
5გალაპაგოსი
6დიდი კანიონი
7მაჩუ პიკჩუ


ბუნებრივი საოცრებები

სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს ხია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ
1დიდი კანიონი
2დიდი ბარიერული რიფი
3რიო-დე-ჟანეიროს ყურე
4მთა ევერესტი
5ჩრდილოეთის ნათება
6პარიკუტინის ვულკანი
7ვიქტორიის ჩანჩქერი


წყალქვეშა საოცრებები 


ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:
1პალაუ
2ბელიზი ბარიერული რიფი
3დიდი ბარიერული რიფი
4ჰიდროთერმული მთები
5გალაპაგოსის კუნძულები
6ბაიკალის ტბა
7წითელი ზღვა








No comments:

Post a Comment